Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

9 მარტივი რჩევა თუ როგორ მოვიპოთ სტიპენდია

1. დაიწყე ძიება რაც შეიძლება ადრე

რაც უფრო ადრე დაიწყებთ სტიპენდიის ძიებს, მით უფრო ადრე შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, გახდეთ სტიპენდიატი და კონცენტრირება მოახდინოთ მხოლოდ სწავლაზე. უმეტს შემთხვევაში ბევრ ფონდს დედლაინი წელწადში მხოლოდ ერთხელ აქვს . შესაბამისად თუ დედლაინი გამოტოვეთ, კიდე ერთი წელი მოგიწევთ ლოდინი, განაცხადის გასაკეთებლად.

stipendia.ge-ზე ძიების პროცესი  მარტივია.  იმის ნაცვლად, რომ თვეების განმავლობაში შეისწავლოთ ათასობით საინფორმაციო ვებგვერდი თუ სასტიპენდიო პროგრამა,  პორტალი გაჩვენებთ სწრაფად, მარტივად და უფასოდ, თუ რომელი სტიპენდიები შეესაბამება თქვენს პროფილს.

პორტალი  მუდმივად განახლებადია და ყოველდღიურად გთავაზობთ მიმდინარე სტიპენდიებს  მთელი მსოფლიოდან.  სტიპენდიები დაყოფილია როგორც კატეგორიების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა ), ასევე საბუთების მიღების ბოლო ვადების მიხედვით, რაც მაქსიმალურად გაგიადვილებთ სასურველი სტიპენდიის პოვნას.

 

2. მიმართეთ ყველა სტიპენდიას, რომელიც შეესაბამება თქვენს პროფილს

იმის ნაცვლად, რომ თქვენი აპლიკაციები  გაგზავნოთ ყველაზე ცნობილ ან პრესტიჟულ ფონდებში, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ აპლიკაციებს იმის მიხედვით, ემთხვევა თუ არა ფონდის პროფილი თქვენს პირად პროფილს. რადგან ასეთ შემთხვევეაში სტიპენდიის მიღების ალბათობა გაცილებით მეტია.

ასევე აღსანიშნავია, რომ მცირე, უცნობი ფონდებისგან სტიპენდიის მიღების შანსი გაცილებით მაღალია, რადგან ხშირად ზოგიერთი ფონდი ჩივის კიდეც, თუ როგორ არ ყავთ მათ საკმარისი განმცხადებლები თავიანთი დაფინანსების მოცულობის ამოწურვისთვის.
 
3. არ გამოტოვოთ ვადა

მნიშვნელოვანია , რომ არ გამოტოვოთ, თუ როდის არის დედლაინი სასურველ სტიპენდიაზე. ბევრ ფონდს წელიწადში განცადების მიღების ბოლო ვადა მხოლოდ ერთი თარიღი აქვს, ეს ნიშნავს რომ შემდეგ წელს უნდა გააგზავნოთ თქვენი განაცხადი.  ასევე მნიშვნალოვანია ყურადღება გაამახვილოთ, ესა თუ ის ფონდი ხომ არ ითხოვს, საბუთების ფოსტით გაგზავნას.

როგორი სამწუხაროა,  თუ ფონდის პროფილი ზუსტად ემთხვევა თქვენს ინდივიდუალურ პროფილს და მხოლოდ სტიპენდიის მიღებას ვერ ახერხებთ, რადგან ვადა გამოტოვეთ.
 
4. თქვენი აპლიკაციის დოკუმენტების პერსონალიზაცია

ძალიან ცოტა შესარჩევი კომიტეტი აფასებს მასობრივ განაცხადებს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოერიდოთ შაბლონური აპლიკაციის გაგზავნას, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილია ფონდისთვის.

თქვენ უნდა  შეძლოთ ახსნა და დასაბუთება, თუ რატომ მიმართავთ კონკრეტულად ამ ფონდს და ხაზი გაუსვათ იმ მახასიათებლებს, რომლებიც ფონდისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

რჩევები, თუ როგორ გაამახვილოთ ყურადღება თქვენს განაცხადში ინდივიდუალურ ელემენტებზე და როგორ არ უნდა იყოს შაბლონური თქვენი აპლიკაცია, შეგიძლიათ იპოვოთ ამავე საიტზე, კატეგორიაში “გზამკვლევი”.
 
5. თავიდან აიცილეთ შეცდომები აპლიკაციაში

დაუდევრად მომზადებული აპლიკაცია ცუდ პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ აუცილებელია თქვენი განცხადების გაგზავდამდე განსაკუთრებული ყურადღებით კორექტირება. კერძოდ, არასრულყოფილი თარგმანი, ორთოგრაფიული შეცდომები თუ დაუდევრად მომზადებული დოკუმენტები ბევრ შემმოწმებელს აფიქრებინებს, რომ სტიპენდიის მიღება შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს განმცხადებლისთვის და გამორიცხავს მას, როგორც სტიპენდიატს.

მრავალი ფონდი ასევე განსაზღვრავს სპეციფიკურ წესრიგს დოკუმენტების კლასიფიკაციისთვის. თქვენ აბსოლუტურად უნდა დაიცვათ ეს მოთხოვნა. მაგალითისთვის შეიძლება ვახსენოთ ქაღალდის ტიპი და ფორმატი,  თუ ფონდს პირდაპირ სურს ყველა სააპლიკაციო დოკუმენტი A4 ქაღალდზე, არ უნდა დაურთოთ არცერთი A5 ფურცელი.
 
6. გაგზავნეთ მხოლოდ სააპლიკაციო დოკუმენტები

კიდევ ერთი საერთო შეცდომა სტიპენდიის მისაღებად განაცხადის არასრული საბუთების გაგზავნაა. მრავალი ფონდი მთლიანად უარყოფს არასრულ განაცხადებს.

ამიტომ, სტანდარტული დოკუმენტაციის გარდა, მაგ. როგორიცაა ბიოგრაფია, სამოტივაციო წერილი და სერთიფიკატები, თქვენ ასევე შეიძლება შეიტანოთ სარეკომენდაციო წერილები და ის, სხვა დოკუმენტები, რომელთაც მოითხოვს ფონდი. ეს აუცილებელია!
 
7. ყურადღება მიაქციეთ თუ როგორ იგუგლებით 

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სახელი და გვარი, ინტერნეტში პოვნის შემთხვევაში, მაძიებელზე, თქვენს შესახებ, პროფესიონალურ შთაბეჭდილებას ახდენდეს.

დარწმუნდით, რომ მაგ. თქვენი Facebook პროფილი შეიცავს მხოლოდ იმ  ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ სტიპენდიის მიღებაში. დარწმუნდით,  რომ თქვენი პროფილი ტოვებს ინტერნეტ სივრცეში პროფესიონალურ შთაბეჭდილებას და უმჯობესია წაშალოთ უსიამოვნო პოსტები.
 
8. გაგზავნეთ პერსონალური, პროფესიონალური ფოტო

პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ფოტოს შემთხვევაში. აპლიკაციის ფოტო ხშირად გეხმარებათ, რომ მიიღოთ ესა თუ ის სტიპენდია. ამიტომ, თქვენს აპლიკაციას დაამატეთ პერსონალური, პროფესიონალური ფოტო, თუნდაც ეს პირდაპირ არ იყოს მოთხოვნილი.
 
9. თქვენი განცხადების შემდეგ თავი შეიკავეთ შემაშფოთებელი შეკითხვებისგან

მრავალი ფონდი არ აგზავნის მიღების დადასტურებას. მას ხშირად სჭირდება 3-6 თვე, სანამ პასუხს მიიღებთ  ფონდისგან. მრავალი ფონდი აშკარად წერს თავის ვებგვერდზე, რომ განმცხადებლებმა თავი უნდა შეიკავონ კითხვების დასმისგან. კარგი იქნება თუ ამ მოთხოვნას შენც დაემორჩილები.

 

Copy link
Powered by Social Snap