საგრანტო კონკურსი ქალთა უფლებებისთვის

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი“-ს ქალთა პროგრამა.

 

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.

 

პროგრამა ქალთა ჯგუფებს თუ ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:

 

ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (ვორქშოფები, ტრენერთა ტრენინგი და სხვ.)
კანონმდებლობის და პოლიტიკის ადვოკატირება. ასევე, ადვოკატირების მიზნით წარმოებული მედია/სოციალური მედია კამპანიები ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების კოლექტიური ინიციატივები და მათი შესაძლებლობების ზრდა შემოქმედებითი ინიციატივები, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მოძრაობის, ინტერ-კულტურული დიალოგის, სოლიდარული და მოძრაობათა შორისი თანამშრომლობის განვითარებასა და ცვლილებების გამოწვევაზე ფემინისტური მოძრაობის წევრების გაძლიერებაზე მიმართული ინტერვენციები (კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკების შემოტანა, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უნარების გაძლიერება და ა.შ.)

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.

 

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს და რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5000 აშშ დოლარს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 თვემდე.

 

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 თებერვალი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის მარტის ბოლოს.

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.