75 000 დოლარიანი ამერიკული სტიპენდია მწერლებისთვის, რედაქტორებისთვის და ჟურნალისტებისთვის

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გთავაზობთ კულმანის ცენტრის სტიპენდიას  Cullman Center for Scholars and Writers at the New York Public Library
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მწერლებს, ჟურნალისტებს, რედაქტორებს, ვიზუალურ არტისტებს და ყველას, ვინც მუშაობს წიგნების საგამომცემლო პროექტებზე. სასტიპენდიო პროგრამა გაგრძელდება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მაისამდე. კულმანის ცენტრი შეარჩევს 15 სტიპენდიანტს.

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი 2020

თითოეული  სტიპენდიანტი მიიღებს 75.000 დოლარამდე, ასევე საოფისე სივრცეს და სრულ წვდომას ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის რესურსებზე. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე .

ზაპლიკაციის შესავსებად დარეგისტრირდით აქ.