ქართული აპლიკაცია „სიტყვობანა“ რომლითაც ბავშვები კითხვას სწავლობენ

ქართული თამაში/აპლიკაცია „სიტყვობანა“ რომლითაც ბავშვები კითხვას სწავლობენ Google Play-სა და AppStoreზე უკვე ხელმისაწვდომია.  ის საქართველოში შექმნილი პროდუქტია, რომლის დახმარებითაც ბავშვები სწავლობენ თითოეული ასობგერის ჟღერადობას, ასევე, ამ ასობგერების წაკითხვასა და ნივთებისა თუ ცხოველების დასახელებებს.  „სიტყვობანა“ უადვილებს და ინტერაქტიულად შეასწავლის ბავშვს კითხვასა და სხვადასხვა საგნებისა თუ ცხოველების დასახელებებს.

სიტყვობანას მთავარი ფუნქციაა ვიზუალურად გამოსახოს სხვადასხვა სულიერი თუ უსულო საგანი და მათი სახელის ასობგერების განსათავსებელი ცარიელი უჯრები. ბავშვის ინტერაქციის ნაწილი კი შემდეგნაირია: მან ეკრანის ქვედა ნაწილში არეულად დალაგებული ასოებიდან უნდა ამოარჩიოს ობიექტის დასახელების შესაბამისი სწორი ასოები და ჩაალაგოს ცარიელ უჯრებში, თანმიმდევრულად. გარდა ამისა, პროცესს თან სდევს შესაბამისი ჟღერადობა/ხმა, რაც ბავშვს ერთდროულად ასწავლის, თუ როგორ გამოითქმის და იწერება ასო-ბგერა.

აპლიკაცია თამაშის პრინციპს ეფუძნება, შესაბამისად, ბავშვები ხშირად ვერც იაზრებენ, ისე სწავლობენ დასახელებებსა და კითხვას. „სიტყვობანა“ „ჯეოლაბში შეიქმნა.