რეგიონებში მცხოვრები და ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებენ ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში, მიიღებენ ანაზღაურებას და EGI/GIZ-ის გუნდთან იმუშავებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კვლევის დოკუმენტზე.
სასტიპენდიო პროგრამა წელს შვიდ მუნიციპალიტეტში ცხადდება: თელავი, გორი, ქარელი, საჩხერე, ჭიათურა, ქედა და ზუგდიდი.
თითოეულ მუნიციპალიტეტში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ორი სტიპენდიატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს მუნიციპალიტეტის მერიაში და ჩაატარებს კვლევას თანამონაწილეობის საკითხებზე.
სასტიპენდიო პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევის ეტეპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ:
- აპლიკანტებს რომლებიც ცხოვრობენ მათ მიერ შერჩეულ მუნიციპალიტეტში
- აპლიკანტებს რომლების სწავლობენ ან დამთავრებული აქვთ საჯარო მმართველობის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამები.
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 17 ივლისი, 23:59.
დამატებითი ინფორმაცია და აპლიკაცია.