უფასო ონლაინ კურსი – ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)) აცხადებს განაცხადების მიღებას ონლაინ კურსზე – „ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის“.

პროექტის შესახებ:

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური სხვადასხვა პლატფორმების ეპოქაში თითოეული მოქალაქე არამხოლოდ ინფორმაციის მიმღები, ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის წყარო ან ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი ხდება.

იმისთვის, რომ დადებით და საჭირო ცვლილებებს შევუწყოთ ხელი აუცილებელია ვიცოდეთ:

როგორ გაავრცელოთ ინფორმაცია სწრაფად
როგორ მოვახერხოთ საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირება
ამისთვის როგორ გამოივყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, პლატფორმები

ამავე დროოს უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ:

როგორ არ უნდა გავხდეთ მანიპულაციის მსხვერპლი
როდის და როგორ გადაამოწმოთ ინფორმაცია
და როგორ არ გავხდეთ დეზინფორმაციის გამავრცელებლები
თუ გაინტერესებთ ეს საკითხები და ხართ:

  •   ჟურნალისტი /მედია საშუალების წარმომადგენელი
  • სამოქალაქო აქტივისტი
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი
  • სტუდენტი

ან უბრალოდ, აქტიური მოქალაქე  მაშინ, საშუალება გეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით.

  • კურსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაკვეთით, მოამზადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

 

სწავლა უფასოა, წარჩინებული მონაწილეები, კურსის დასრულების შემდგომ, მიიღებენ სერტიფიკატს.

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროს ონლაინ სწავლება და მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები.

 

რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით.

 

კურსებზე სწავლების პერიოდი მოიცავს ორ თვეს. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია ელ–ფოსტის საშუალებით მიაწვდის დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

სააპლიკაციო ფორმა 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 18 ივნისი 2020 წელი

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: ტელ: 5 98 74 35 12;  საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი