უცხოეთში კარგ პოზიციაზე დავსაქმდები? რა უნდა ვიცოდე და როგორ მოვემზადო?
საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმებისა და ხელმძღვანელ პოზიციამდე კარიერული წინსვლისათვის პირველი ნაბიჯი უცხოეთში განათლების მიღებაა. ევროპული ან ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი საგრძნობლად გაზრდის თქვენ მიმართ უცხოელი დამსაქმებლის ინტერესს. ჩვენ შევეცდებით გაგარკვიოთ იმაში, თუ რითი უნდა დაიწყოთ და როგორ შექმნათ კარიერა, მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მზარდ, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.
რა ასაკიდან უნდა დავიწყო მზადება უცხოური კარიერისათვის?
რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ზოგიერთები ამაზე ფიქრს სკოლის დასრულებამდე ლამის ორი და სამი თვით ადრე იწყებენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაზე ოპტიმალური ასაკი – 15 წელია. ამ ასაკში მოზარდს უჩნდება ინტერესი მომავალი საქმიანობის მიმართ, კერძოდ ის ფიქრს იწყებს იმაზე, თუ რით შეიძლება დაკავდეს სკოლის დასრულების შემდეგ. შესაძლებელია დაიწყოთ უცხოურ უნივერსიტეტში საზაფხულო პროგრამით, რომელიც გარემოში გარკვევასა და ადატაციაში დაგემხმარებათ.
უცხოური კარიერისათვის აუცილებელია იქვე სწავლა თუ ქართული განათლებაც გამომადგება?
სწავლა საქართველოშიც შეიძლება და მის ფარგლებს გარეთაც. მაგრამ პირდაპირ საქართველოდან საერთაშორისო კომპანიის უცხოეთის დეპარტამენტში მოხვედრა არ გამოვა. ყველაზე დიდი, კომპანიის ადგილობრივ, საქართველოს წარმომადგენლობაში მოხვდეთ. მაგრამ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე მსგავსი კომპანიები და შესაბამისად სასურველი ვაკანსიები თუ საერთოდ არსებობს, თითზე ჩამოსათვლელია. ყველაზე მარტივი გზაა უცხოეთში მიღებული განათლების გზით სხვა ქვეყანაში დასაქმება. პრიორიტეტი მიენიჭებათ სამუშაოს მსურველებს, რომლებმაც უცხოური ენები იციან, საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ და ესმით, თუ როგორაა მოწყობილი უზარმაზარი სამყარო საქართველოს გარეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია – სამუშაო ვიზები და მაღალი კონკურენცია. იმის გამო, რომ კარგი ცხოვრების მაძიებელთა უმრავლესობა ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ნაკლებად კათილმოწყობილი რეგიონებიდან არის, იქ ერთ სამუშო ადგილზე ძალიან სერიოზული კონკურსი იქმნება. გარდა ამისა, სხვადასხვა პოზიციის საყოველთაო ავტომატიზება ხდება, და ეს კონკურენციას მხოლოდ ამძაფრებს.
რა საგნებს მივაქციო ყურადღება უცხოურ უნივერსიტეტში მოსახვედრად?
პირველ რიგში, ენების ცოდნას. შემდეგია გეოგრაფია და გეოპოლიტიკა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორაა მოწყობილი საერთაშორისო ბაზარი. ასევე მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორია, სოციოლოგია. ყოველთვის გამოგადგებათ მათემატიკა იქ, სადაც მეწარმეებს ამზადებენ, ხოლო ფიზიკა და ქიმია მნიშვნელოვანი არ არის. ამასთანავე, ციფრებთან მუშაობა ხშირად მოგიწევთ, ამიტომ დათვლის გარდა უნდა იცოდეთ და გესმოდეთ, როგორაა მოწყობილი ბიუჯეტი, ვის და როგორ უნდა გადაუხადოთ თანხა, რამდენი უნდა გაიღოთ იჯარისთვის, მარკეტინგში. ეს დამატებითი რაღაცეებია, რომელთა გამოც მათემატიკა ნაკლებად აბსტრაქტული და მით უფრო საინტერესო ხდება.
რას მიაქცევენ ყურადღებას ჩემი დასაქმებისას?
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის გარეშე ვაკანსიაზე განაცხადსაც კი ვერ შეიტანთ – და რა თქმა უნდა, ყურადღებას მიაქცევენ იმას, თუ რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ, როგორი მოსწრებით, გაქვთ თუ არა სამეცნიერო ხარისხი, რა გამოცდილება გაქვთ და როგორ გაფასებენ რეკომენდაციებში. კანდიდატს, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპად აფასებენ – და თუ პირველ ეტაპზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შემდეგია – პირადი გასაუბრება. აქ მოგიწევთ ხასიათის, მიზანდასახულობის და იმის ჩვენება, თუ რა შეგიძლიათ, კონკრეტულად რას მიიღებს კომპანია თქვენი დაქირავებით. არსად აქვთ არც დრო, არც რესურსი და სურვილი ადამიანების მომზადების, ამიტომ უპირატესობას იმ კანდიდატს მიანიჭებენ, ვინც კომპანიისთვის უმალ მომგებიანი გახდება.
იმისთვის, რომ თქვენ აგარჩიონ და არა სხვა კანდიდატი, თავი შესაბამისად უნდა წარადგინოთ. გასაუბრებებზე ადამიანს მთლიანობაში აფასებენ. დაგჭირდებათ როგორც ხისტი (hard-skills), ასევე რბილი (soft-skills) უნარები და არამხოლოდ სტუმარმასპინძლობის ინსდუსტრიაში, არამედ ნებისმიერ ბიზნესში. მნიშვნელოვანია როგორც კონტაქტობთ ადამიანებთან, როგორ გამოიყურებით და იქცევით სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, VIP-კლიენტებთან მაღალ დონეზე ურთიერთობისთვის – იქნება ეს პრეზიდენტი თუ ფეხბურთის ვარსკვლავი – სტრესთან გამკლავება უნდა შეგეძლოთ. ადამიანების „წაკითხვა“, მათი ფსიქიკის გაგება და მათთან მისასვლელი გზების პოვნა – პრაქტიკაში გამოგიმუშავდებათ.
უცხოური უნივერსიტეტის დიპლომით სად შეიძლება დავსაქმდე?
მასშტაბური, გიგანტური სასტუმროები მთელ მსოფლიოში, თითქმის ყოველკვირეულად იხსნება. ვითარდება სარესტორნო ინფრასტრუქტურა, ჩნდება გასართობი ობიექტები, სავაჭრო ცენტრები, იმართება ათასგვარი ღონისძიება – ოლიმპიური თამაშებით და საფეხბურთო მატჩებით დაწყებული, დიდი კონცერტებით და ფესტივალებით დამთავრებული. ეს ყველაფერი – კომერციული ბიზნესია, რომელშიც ყოველთვის სჭირდებათ კარგ გამასპინძლებაზე პასუხისმგებელი ადამიანები. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია დიდი სისწრაფით იზრდება და ამ დარგში მუდმივად ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რომელსაც შეავსებენ განათლებული და კარგად მომზადებული ადამიანები, ისინი, ვისაც შეუძლია კლიენტებთან და ციფრებთან მუშაობა. პირველ რიგში დეფიციტია ისეთი სპეციალისტების, რომლებსაც VIP-კლიენტებთან შეუძლიათ მუშაობა. ფინანსური გეგმის აწყობა ავტომატურადაც შესაძლებელია, მაგრამ ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და აქ წარმატების მიღწევა – ყოველთვის აქტუალური ამოცანაა, რომელსაც თქვენ ნაცვლად რობოტი ვერ შეასრულებს.
სტუმარმასპინძლობის სფეროში წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია. აქ შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებმაც თავად შექმნეს საკუთარი თავი ნულიდან და არა მშობლების კაპიტალის დახმარებით. ბევრმა იმ ადამიანთაგან, ვინც თავისი ბიზნესი გააფართოვა და მულტიმილიონერად იქცა, ყველაფერი დაიწყო საკმაოდ ეკონომიური ცხოვრების წესით, მაგრამ საკუთარი თავის დიდი რწმენით. დაგჭირდებათ ძლიერი სურვილი, სიმტკიცე, მოტივაცია და წარმატების მიღწევის ამბიცია.
როგორ მოვძებნო სამუშაო – სააგენტოების თუ პირადი კონტაქტების დახმარებით?
ყველანაირად. სტანდარტული გზაა – საკადრო სააგენტო. კომპანიის HR-მენეჯერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე და სააგენტოს ავალებს, მაგალითად, ათი ადამიანის მოძებნას, რომელთაგან შესაფერის კანდიდატს აარჩევენ. ამ ათ ადამიანს კი არჩევენ ას ან შესაძლოა, ათას მსურველს შორისაც.
ზოგიერთი უნივერსიტეტის უპირატესობა ის არის, რომ მთელი ეს პროცესი ხდება სასწავლებლის შიგნით. დიდი და ძალიან ცნობილი კომპანიები ასეთ უნივერსიტეტებში თავიანთ წარმომადგენლებს თავად აგზავნიან და არჩევენ კადრებს. ზოგ სასწავლებელში ასეთი საკითხების გადაწყვეტა თავად სამუშაოს მაძიებლებს უწევთ – სადღაც გამგზავრება, ვიღაცასთან მოლაპარაკება, სააგენტოებთან ურთიერთობა.
რა თვისებები შემიშლის ხელს უცხოეთში მუშაობაში?
ვიწრო თვალსაწიერი და სამყაროს შეზღუდული ხედვა. ასეთი ადამიანი, როგორც პიროვნება ლიმიტირებული და შეზღუდულია. უცხოეთში მუშაობა წარმოუდგენელია იმის გაცნობიერების გარეშე, რომ სამყარო არაერთგვაროვანია, მულტიკულტურული, რელიგიურად მრავალფეროვანი; დაუშვებელია ცრუ რასობრივი და ასაკობრივი წარმოდგენები და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.