15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. ამ დღესთან დაკავშირებით, „ფონდი ტასო“ იწყებს ექვსკვირიან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვაცხადებთ 3 წუთიანი ფილმების კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ვიზუალური თხრობის გზით გადმოსცეს სათქმელი ორიგინალურად, გასაგებად და საინტერესოდ, საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებაში, დააფიქროს მაყურებელი და გაზარდოს მისი ცნობიერება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, თუმცა, შეიძლება იყოს ნაკლები.
-ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
-ფილმის ჟანრი შესაძლოა იყოს: მხატვრული, დოკუმენტური, მხატვრულ-დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური.
-ფილმის ფორმატი უნდა იყოს HD
-ფილმი კონკურსში მონაწილეობამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა გამოქვეყნდეს სხვა პლატფორმაზე კონკურსის დასრულებამდე.
საკონკურსო ფილმებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ოთხწევრიანი ჟიური. შეფასება მოხდება ორ ეტაპად, მეორე ეტაპზე გადასული 7 ფილმიდან 3 გამარჯვებული ფილმის ავტორი გამოვლინდება 14 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
ფილმები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
თემის წარმოჩენა;
ორიგინალური იდეა;
შემოქმედებითი მიდგომა;
ვიზუალური თხრობის ტექნიკა;
ხმისა და გამოსახულების ხარისხი;
ეთიკის სტანდარტების დაცვა.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის , 7 ოქტომბერი. ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასული ფილმების შესახებ ცნობილი გახდება 10 ოქტომბერს.
3 გამარჯვებული ფილმი დასახელდება 14 ოქტომბერს და გავრცელდება „ფონდი ტასოს“ ონლაინ პლატფორმებზე 15 ოქტომბერს – სოფლად მცხოვრები ქალების დღეს.
საპრიზო ფონდი
I ადგილი – 2000 ლარი
II ადგილი – 1500 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.