Loading...

გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს Fulbright Visiting Scholar Program-ზე 2027-2028 აკადემიური წლისთვის. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური გაცვლითი პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს 3-დან 6...
20 ოქტომბერი 2026
გაცვლითი  პროგრამა ამერიკაში

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს Fulbright Visiting Scholar Program-ზე 2027-2028 აკადემიური წლისთვის. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური გაცვლითი პროგრამა.

პროგრამა ითვალისწინებს 3-დან 6 თვემდე პერიოდით აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში პოსტსადოქტორო კვლევების ჩატარებას ან ლექციების წაკითხვას.

 

დაფინანსება (100% სრული):
-აშშ-ში მგზავრობის სრული დაფარვა (ორმხრივი ავიაბილეთი);

-ყოველთვიური სტიპენდია ცხოვრებისა და საცხოვრებლის ხარჯებისთვის;

-სამედიცინო დაზღვევა;

-პროფესიული განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა.

 

მთავარი მოთხოვნები კანდიდატებისთვის:
-მოქალაქეობა: აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

-აკადემიური ხარისხი: აუცილებელია დოქტორის (Ph.D.) ხარისხი შესაბამის სფეროში ან მაგისტრის ხარისხი ევროპული/ამერიკული უნივერსიტეტიდან.

-გამოცდილება: მინიმუმ 5-წლიანი სამეცნიერო ან პედაგოგიური გამოცდილება საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ან კვლევით დაწესებულებაში.

-ენის ცოდნა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (TOEFL-ის ან სერთიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის).

 

პრიორიტეტული სფეროები:

პროგრამა ღიაა თითქმის ყველა დისციპლინისთვის, მათ შორის: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, IT და საინფორმაციო მეცნიერებები, ინჟინერია, მედიცინა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, პოლიტიკის მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, აგრარული მეცნიერებები, გარემოს დაცვა და სხვა.

ვადები და განაცხადის პროცესი:

განაცხადის წარდგენის დედლაინი: 2026 წლის 22 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით).

ინტერვიუები: შერჩეული კანდიდატების გასაუბრება გაიმართება 2026 წლის დეკემბერში.

აპლიკაციის შევსება ხდება ონლაინ პორტალზე. დეტალური ინსტრუქცია და რეგისტრაცია იხილეთ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.