Loading...

შემოქმედებითი კონკურსი „ტყის პატარა მცველი”

საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC) პროექტ „ECO.Georgia“-ს ფარგლებში წარმოგიდგენთ საინტერესო და სახალისო შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით — „ტყის პატარა მცველი“. ინიციატივა მიზნად ისახავს მოрастаო თაობაში ბუნების სიყვარულის, ეკოლოგიური ცნობიერებისა...
4 ოქტომბერი 2026
შემოქმედებითი კონკურსი „ტყის პატარა მცველი”

საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC) პროექტ „ECO.Georgia“-ს ფარგლებში წარმოგიდგენთ საინტერესო და სახალისო შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით — „ტყის პატარა მცველი“. ინიციატივა მიზნად ისახავს მოрастаო თაობაში ბუნების სიყვარულის, ეკოლოგიური ცნობიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

კონკურსის მიზანი და მნიშვნელობა

დღევანდელ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე გაიაზრონ ტყის, როგორც ჩვენი პლანეტის „ფილტვის“, მნიშვნელობა. კონკურსი აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, საკუთარი ფანტაზიითა და შემოქმედებით წარმოაჩინონ ტყის ეკოსისტემის დაცვისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების იდეა.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების I–V კლასის მოსწავლეებს.

ნამუშევრები შეფასდება ორ ასაკობრივ ჯგუფში:

-I–II კლასები;

-III–V კლასები.

თითოეულ ჯგუფში გამარჯვებულები ცალ-ცალკე გამოვლინდებიან.

საკონკურსო დავალება

შექმენით ერთი შემოქმედებითი ნამუშევარი A4 ან A3 ზომის ფურცელზე, რომელშიც გააერთიანებ ნახატსა და მოკლე ტექსტს:
● გაგვაცანი ტყის ბინადარი: აირჩიეთ ტყეში მცხოვრები ერთი ცხოველი, ფრინველი, მწერი ან მცენარე მიუწერე სახელი და 1–2 წინადადებით აღწერე, რა მნიშვნელობა აქვს მას ტყისთვის. ;
● დახატე შენი იდეა : აირჩიე ბინადარი ტყეში. ნახატით გვაჩვენე, როგორია მისი გარემო და როგორ შეგვიძლია მასზე ზრუნვა. ;
● გაგვიზიარე შენი გზავნილი : „დაასრულე წინადადება: „მე ტყეს ასე მოვუფრთხილდები: …“ “;

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2026 წელი.

დეტალური ინფორმაცია და  სარეგისტრაციო ფორმა.

 

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.