Loading...

რუსთაველის ფონდის კონკურსი “ქალები მეცნიერებაში”

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის პრემიის კონკურსს — „ქალები მეცნიერებაში“, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ქალი მეცნიერების მხარდაჭერას, მათი სამეცნიერო მიღწევების აღიარებას და ფიზიკის მეცნიერებების მიმართულებით წარმატებული...
4 ოქტომბერი 2026
რუსთაველის ფონდის კონკურსი “ქალები მეცნიერებაში”

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის პრემიის კონკურსს — „ქალები მეცნიერებაში“, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ქალი მეცნიერების მხარდაჭერას, მათი სამეცნიერო მიღწევების აღიარებას და ფიზიკის მეცნიერებების მიმართულებით წარმატებული მკვლევრების წახალისებას.

 

კონკურსი ტარდება ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობისა და ახალგაზრდა თაობისთვის ინსპირაციის მიცემის მიზნით.

ძირითადი მიზნები:

-ქალი მკვლევრების როლის გაზრდა და მათი წარმატებული სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაცია ფიზიკის მიმართულებით;

-ფიზიკის მეცნიერებებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისა და ინოვაციური კვლევების წარმოჩენა;

-ქართველი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისა და ცნობადობის ამაღლება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევარ ქალებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები, პუბლიკაციები და წვლილი შეაქვთ ფიზიკის მეცნიერებების განვითარებაში.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ნოემბერი.

დეტალური პირობები, საკონკურსო დოკუმენტაცია და განაცხადების წარდგენის წესი ხელმისაწვდომია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.