მოსწავლეთა ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიათეკა აცხადებს კომიქსების კონკურსს, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 150 წლისთავს ეძღვნება.
თუ გიყვარს ხატვა, კითხვა და პერსონაჟების გაცოცხლება, ეს კონკურსი სწორედ შენთვისაა!
კონკურსის პირობები:
მონაწილეთა ასაკი: 12 წლამდე.
დავალება: წაიკითხე იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“ დაბეჭდილი სამი მოთხრობიდან ერთ-ერთი:
🐦 „გვრიტი“
🐕🐓 „ძაღლი და მამალი“
🦊 „მელია და მწყერჩიტა“
და არჩეული ტექსტის მიხედვით შექმენი შენი საკუთარი კომიქსი.
ნამუშევრის გაგზავნის წესი:
ფორმატი: კომიქსი უნდა გამოაგზავნოთ ერთ ფოტოდ (მაგალითად: თუ კომიქსი 2 ფურცელზეა დახატული, ფოტო გადაუღეთ ორივე ფურცელს ერთად).
ელ-ფოსტა: Send to library@youthpalace.ge
სავალდებულო ინფორმაცია: წერილს აუცილებლად დაურთეთ:
ავტორის სახელი, გვარი და ასაკი;
სკოლა და კლასი;
მშობლის ან პედაგოგის საკონტაქტო ნომერი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის, 11 ოქტომბრის ჩათვლით.
ნამუშევრების გამოქვეყნება: 15-16 ოქტომბერს, ეროვნული სასახლის მედიათეკის FB გვერდზე.
ხმის მიცემის დასრულება (Likes): 22 ოქტომბერი, 17:00 საათი.
გამარჯვებულების გამოვლენა: 2026 წლის, 23 ოქტომბერი.
დაჯილდოება: 27 ოქტომბერი (ქართული საბავშვო წიგნის დღე) — ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში.
გამარჯვებულების გამოვლენა და პრიზები:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორი მიმართულებით:
3 გამარჯვებული — ეროვნული სასახლის Facebook გვერდზე მოწონებების (Like-ების) რაოდენობით.
3 გამარჯვებული („მედიათეკის რჩეული“) — მედიათეკის ჟიურის გადაწყვეტილებით.
ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება ქართული საბავშვო წიგნებით!
📞 საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ნომრებზე:
599 89 97 56 | 599 89 97 93