Loading...

სრულად დაფინანსებული სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამა Chevening აცხადებს მიღებას 1-წლიან სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებზე გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში. პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი ლიდერებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მხარდაჭერას, აძლევს...
11 სექტემბერი 2026
სრულად დაფინანსებული სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამა Chevening აცხადებს მიღებას 1-წლიან სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებზე გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში.

პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი ლიდერებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მხარდაჭერას, აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ უმაღლესი დონის ბრიტანული განათლება, განავითარონ პროფესიული უნარები და გახდნენ 60,000-ზე მეტი წევრისგან შემდგარი გლობალური აკადემიური ქსელის ნაწილი.

 ძირითადი მიმართულებები:
-პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები და საჯარო მართვა;

-სამართალი, ადამიანის უფლებები და კონფლიქტოლოგია;

-ეკონომიკა, ბიზნესი და მდგრადი განვითარება;

-ჟურნალისტიკა, მედია და ინოვაციები.

 დაფინანსება და პირობები:

ჩივნინგის სტიპენდია სრულად ფარავს სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს:

-სწავლის გადასახადი (Tuition Fees): 100%-იანი დაფინანსება არჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე;

-ყოველთვიური სტიპენდია (Stipend): საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯების დასაფარად;

-მგზავრობის ხარჯები: ორმხრივი ავიაბილეთი (საქართველო – დიდი ბრიტანეთი – საქართველო);

-სავიზო მოსაკრებელი: დიდი ბრიტანეთის სტუდენტური ვიზის ხარჯების სრული დაფარვა;

-დამატებითი გრანტები: ჩასვლისა და გამგზავრების ერთჯერადი დახმარება, ასევე Chevening-ის ექსკლუზიურ ღონისძიებებსა და კონფერენციებზე დასწრების ხარჯები.

ხანგრძლივობა და ვადები:

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი (სამაგისტრო კურსი);

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი, 2026 წელი

სწავლის დასაწყისი: შემდეგი აკადემიური წლის შემოდგომა.

 მოთხოვნები:
-ბაკალავრის ხარისხი (ან ექვივალენტი აკადემიური ხარისხი);

-მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (2,800 საათი — მოიცავს სრულ განაკვეთს, ნახევარ განაკვეთს, სტაჟირებას ან მოხალისეობას);

-დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების სამ სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის შეტანა;

-სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში (საქართველოში) დაბრუნების ვალდებულება მინიმუმ 2 წლით;

ლიდერული თვისებებისა და მკაფიო პროფესიული ხედვის დემონსტრირება.

დეტალები და განაცახდის ფორმა იხილეთ ოფიციალურ ბმულზე.

 

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.