ბრუნეის სასულთნო აცხადებს სტიპენდიებს უცხოელი სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სტიპენდიები აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში:
ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD)
ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA)
ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB)
რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB)
ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB)
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 15 თებერვალი
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.
წყარო: განათლების სამინისტრო