Loading...

კონკურსი მედია ორგანიზაციებისათვის

ევროკავშირის „შემოქმედებით ევროპის“ პროგრამამ გამოაცხადა მე-6 ყოველწლიური კონკურსი  წინადადებების წარსადგენად საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში საინფორმაციო მედია ორგანიზაციებს შორის, რომლებიც უმთავრესად ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებსა და/ან ჟურნალისტურ პროექტებზე მუშაობენ ევროპის მასშტაბით.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ...
30 ოქტომბერი 2025
კონკურსი მედია ორგანიზაციებისათვის

ევროკავშირის „შემოქმედებით ევროპის“ პროგრამამ გამოაცხადა მე-6 ყოველწლიური კონკურსი  წინადადებების წარსადგენად საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში საინფორმაციო მედია ორგანიზაციებს შორის, რომლებიც უმთავრესად ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებსა და/ან ჟურნალისტურ პროექტებზე მუშაობენ ევროპის მასშტაბით.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს საქართველოდან და უკრაინიდან.

 

კონკურსის მიზანია დაეხმაროს ევროპულ საინფორმაციო მედიას მეტი სტაბილურობისა და მოქნილობის მიღწევაში, რაც კონკრეტულად  საერთაშორისო მედია-თანამშრომლობის მხარდაჭერის გზით უნდა განხორციელდეს.

 

ამ კონკურსის ფარგლებში მედია-ორგანიზაციების ტრანსნაციონალურ კონსორციუმებს მოუწოდებენ გააერთიანონ ძალისხმევა იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მედიის ტრანსფორმაციას, სანდო რეპორტაჟების წარმოებას და უნარებს საინფორმაციო მედიის პროფესიონალებისთვის, მაგალითად, მედია-პროდუქციის სტანდარტების განვითარებით, ახალი ბიზნეს-მოდელებით, ახალი ტიპის „ნიუსრუმებით“ და ჟურნალისტური ფორმატებით, მოწინავე პრაქტიკის ურთიერთგაზიარებით და სხვ.

 

პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6.9 მილიონი ევროა. თითოეულ პროექტს მაქსიმუმ 2 მილიონი ევრო გადაეცემა. თანადაფინანსების მაქსიმალური წილია იმ მთლიანი ხარჯების 80%, რომლებიც დაფინანსებას ექვემდებარება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტებს საკუთარი პროექტების თანადაფინანსება მოეთხოვებათ.

 

კონსორციუმებში შესაძლებელია გაერთიანდნენ არაკომერციული, სახელმწიფო და კერძო მედია-საშუალებები (მათ შორის ბეჭდვითი/ონლაინ პრესა, რადიო/პოდკასტები,  ტელევიზია და სხვ.), ასევე საინფორმაციო მედიაში მოქმედი სხვა ორგანიზაციები (მათ შორის მედია-ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტური ფონდები, სასწავლო ორგანიზაციები, რომლებიც მედია-პროფესიონალებს ამზადებენ და სხვ.). პროგრამაში მონაწილეობისთვის არ დაიშვებიან ფიზიკური პირები (გამონაკლისს წარმოადგენენ თვითდასაქმებული პირები).

 

სავარაუდოდ პროექტები 2026 წლის ბოლოს დაიწყება და გაგრძელდება 24 თვის განმავლობაში.

 

განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2026 წლის 4 თებერვლამდე.

 

შემოქმედებით ევროპა – ეს არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს კულტურის, შემოქმედებითი და აუდიო-ვიზუალური სექტორების განვითარებას. მისი მიზანია დაიცვას, განავითაროს და ხელი შეუწყოს ევროპულ კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და მემკვიდრეობას  კულტურის და შემოქმედებითი სფეროს – მათ შორის აუდიო-ვიზუალური სექტორის – კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების გზით. ევროკავშირის მთლიანი ბიუჯეტი 2021-2027 წლების პერიოდისთვის  2.44 მილიარდი ევროა; ამჟამად ეს პროგრამა 40 ქვეყანაში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.