თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, დღეიდან 3 ნოემბრამდე შეგიძლია შეიტანო განაცხადი, რათა შეუერთდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას.
ახალი კონკურსი EU NEIGHBOURS east პროექტმა 13 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მისაღებად შენ უნდა იყო:
-აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე;- 16-იდან 26 წლამდე ასაკის;
-ინგლისურის კარგი მცოდნე;
-ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობით და ევროკავშირსა და შენს ქვეყანას შორის თანამშრომლობით დაინტერესებული;
-სახალხო დიპლომატიით და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით დაინტერესებული და ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად მყოფი;
-შენი თემისა და ქვეყნის განვითარების საქმეში წვლილის შეტანის მსურველი;
მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული და სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად მზად მყოფი.
წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნები
განაცხადის შესატანად კანდიდატებმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის.
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე.