Loading...

სასწავლო პროგრამა ამერიკაში მკვლევრებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ფულბრაიტის პროგრამაზე მკვლევრებისთვის. პროგრამა განკუთვნილია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ სამიდან ექვს თვემდე პერიოდი გაატარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლების ან კვლევის მიზნით. აპლიკანტს...
28 სექტემბერი 2025
სასწავლო პროგრამა ამერიკაში მკვლევრებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ფულბრაიტის პროგრამაზე მკვლევრებისთვის.

პროგრამა განკუთვნილია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ სამიდან ექვს თვემდე პერიოდი გაატარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლების ან კვლევის მიზნით.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი ევროპული უნივერსიტეტიდან.

 

მიმართულებები:

· სოფლის მეურნეობა · ბიოლოგია · ბიზნეს ადმინისტრირება · ქიმია · ეკონომიკა · განათლება · ინჟინერია · გარემოს დაცვა · კინო · ისტორია · საინფორმაციო მეცნიერება · ჟურნალისტიკა · სამართალი · ბიბლიოთეკის მეცნიერება · მათემატიკა · სამედიცინო მეცნიერებები · ფიზიკა · პოლიტოლოგია · ფსიქოლოგია · საზოგადოებრივად მართვა · გლობალური ჯანდაცვა · სოციოლოგია · ინგლისური  · თეატრი · ურბანული დაგეგმვა

 

 

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ტიპის ვიზის მიღების კრიტერიუმებს, რაც ასევე გულისხმობს, პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას მინიმუმ 2 წლით.

ფულბრაიტისთვის შერჩეული წარმატებული პროექტები და კვლევითი წინადადებები უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის მთავრობის პრიორიტეტებს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ინოვაციური იდეები ხელს უწყობს უფრო ძლიერ, უსაფრთხო და წარმატებულ ამერიკას, ასევე ქმნის გრძელვადიან გლობალურ თანამშრომლობებს.

 

განაცხადების გაკეთების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი 2025 წელი.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.