გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას გერმანული ენის მასწავლებლებისათვის. თუ ხართ გერმანული ენის მასწავლებელი და ასწავლით სკოლაში, პროფესიულ სასწავლებელში ან უნივერსიტეტში, დაინტერსებული ხართ გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლებით და მზად ხართ, მიღებული ცოდნა თქვენს კოლეგებს გაუზიაროთ? მაშინ დარეგისტრირდით გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
გერმანული ენის მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ სტიპენდიაზე განაცხადი და გაემგზავრონ გერმანიაში მათთვის სასურველ საკვალიფიკაციო კურსზე მონაწილეობის მისაღებად. შემოთავაზებული კურსები მრავალფეროვანია.
თქვენ შეგიძლიათ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებაზე შემოიტანოთ განაცხადი, თუ:
-მუშაობთ სკოლაში/უმაღლეს სასწავლებელში/პროფესიულ სასწავლებელში ან კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში. უპირატესობა ენიჭებათ სახელმწიფო დაწესებულებების პედაგოგებს.
-თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტის, სხვა გერმანული დაწესებულების ან განათლების სამინისტროს სტიპენდია გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ მიგიღიათ.
-მზად ხართ, სტიპენდიის ყველა შემადგენელი კომპონენტი (მაგ., ონლაინ დავალებები) სრულყოფილად შეასრულოთ
-მზად ხართ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროთ
-შერჩეული სემინარისთვის შესაფერის დონეზე ფლობთ გერმანულ ენას
ამოარჩიეთ სემინარების შემოთავაზებული ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი 3 სემინარი:
- Landeskunde (L)
- Methodik/Didaktik (MDP, MDS, MDE, FK)
- Mediendidaktik (M)
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში გირჩევთ, რომ უპირატესობა მიანიჭოთ სემინარებს, რომლებიც ჩატარდება 2026 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში. ეს არ ეხება ონლაინ სემინარებს.
საკონკურსო პროცედურა
განაცხადის გასაკეთებლად გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: sbbko1-tbilissi@goethe.deსათაურით “Stipendium 2026 – თქვენი სახელი, გვარი” დამატებით სააპლიკაციო დოკუმენტები (რეზიუმე, აქტუალური ცნობა სამსახურიდან და არსებობის შემთხვევაში ენის სერტიფიკატიც).
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.