ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე – ,,ოსკარი“ – წარსადგენი ფილმის შერჩევისათვის.
წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები (იმ შემთხვევაში თუ ფილმი ჯერ არ აკმაყოფილებს 7- დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, უნდა არსებობდეს დასაბუთება რომ 2025 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ კინოთეატრში);
ბ) შერჩეული ფილმი პირველად უნდა გამოვიდეს საქართველოში არაუადრეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა და არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა;
გ) შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;
დ) ფილმს უნდა ჰქონდეს რეკლამა კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმით (აფიშა, ტრეილერი), რომლის შექმნის ვადები უნდა ემთხვეოდეს ფილმის გამოსვლის თარიღს.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 1-ელი სექტემბრის 17:00 საათამდე
საკონკურსო განცხადების მიღების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.