Loading...

გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის ამერიკაში

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)– ზე აპლიკაციების მიღება დაიწყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას...
გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის ამერიკაში

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)– ზე აპლიკაციების მიღება დაიწყო.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 

23 სექტემბრამდე შეგეძლებათ აპლიკაციის შევსება, მაგრამ აპლიკაციის გახსნიდან გექნებათ 5 დღე რომ გააგზავნოთ თქვენი აპლიკაცია.

 

სარეგისტრაციო ბმული: https://ais.americancouncils.org/flex

კრიტერიუმები:

მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2009 წლის 1 იანვრიდან – 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მონაწილე უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასელი.
მოსწავლე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ა.შ.შ.-ში 90 დღეზე მეტი.
მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს ა.შ.შ.-ის ვიზის მოთხოვნებს.
მონაწილემ აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.

კრიტერიუმები შშმ მოსწავლეებისთვის:

მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2008 წლის 15 თებერვლიდან – 2011 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
მონაწილე უნდა იყოს მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელი.

აპლიკაციის შევსების სიტყვიერი ინსტრუქცია: https://shorturl.at/0P7MK

 

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://georgia.americancouncils.org/flex-ge

 

ხშირად დასმული კითხვები მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.