საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერების საქმეში.
მიმდინარე წლის საგრანტო პროექტების პრიორიტეტული მიმართულებებია:
🔹 მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა;
🔹 ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა;
🔹 ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
🔹 ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია;
🔹 დიასპორული მედიასაშუალებების გაძლიერება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მიზნით;
🔹 სპორტული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და თანამემამულეთა შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით;
განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე – grantebi@mfa.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე