მწერალთა სახლი ახალგაზრდა ავტორებისთვის აცხადებს გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს „ახალი ქართული მოთხრობა“.
კონკურსის მიზანია ახალი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.კონკურსი ქმნის პლატფორმას, სადაც 18-26 წლის ასაკის ავტორებს შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი. ახალი თაობის მწერლების წარმოჩენითა და ხელშეწყობით, კონკურსი ხელს უწყობს ქართული ლიტერატურული ტრადიციების გაგრძელებასა და განახლებას.
– პრემია ყოველწლიურია და გაიცემა 2 ავტორზე.
– ჟანრი და თემატიკა თავისუფალია.
– გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 4 ივლისს, მწერლის დაბადების დღეს.
პრემიის საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს.
პრემია გაიცემა 2 ნომინაციაში: 1. რჩეული მოთხრობა; 2. რჩეული დებიუტი
კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა:
• რჩეული მოთხრობა – 3,000 ლარი
• რჩეული დებიუტი – 2,000 ლარი
• ჯილდო სიმბოლიკით.
მონაწილეობის პირობები და წესები:
• განაცხადები მიიღება 20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.
• მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლიდან 26 წლის ჩათვლით.
• საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ ერთი მოთხრობა.
• ჟანრი და თემატიკა: თავისუფალი.
• მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები, რომელიც არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს. მსგავს შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• კონკურსანტის გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია (WORD დოკუმენტი).
• კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი).
• ინფორმაცია ადრე გამოქვეყნებული ნამუშევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• მოთხრობა – WORD დოკუმენტი, შრიფტი – Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება – სტანდარტული (Multiple).
განაცხადების რეგისტრაცია:
• ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@writershouse.ge
• კონკურსანტი მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.