Loading...

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2025-2027 წლების სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 2025 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.   სასტიპენდიო პროგრამა 25 წარჩინებულ მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და...
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2025-2027 წლების სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 2025 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.

 

სასტიპენდიო პროგრამა 25 წარჩინებულ მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ბაკალავრიატის (IB) დიპლომის მისაღებად სრულ სტიპენდიას სთავაზობს.

 

სტიპენდია, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ, მოიცავს:

 

-სწავლის საფასურს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომის პროგრამისთვის (2025-2027);
-საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფას “ახალ სკოლაში”;
-ორმხრივ მგზავრობას თბილისსა და მოსწავლის საცხოვრებელ ქვეყანას შორის -სასკოლო არდადეგების დროს;
-სასწავლო მასალებს, მათ შორის წიგნებს, ლეპტოპებსა და აუცილებელ სასწავლო რესურსებს;
-მონაწილეობას ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარებში, კონფერენციებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
-შესაძლებლობას სწავლა განაგრძო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში;
-სრულ სამედიცინო დაზღვევას.

 

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

მოსწავლეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

-არიან ზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები;
-2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იქნებიან 16-17 წლის ასაკის;
-განაცხადის შემოტანის პერიოდში არიან აღმოსავლეთ პარტიორობის ერთ-ერთი ქვეყნის საჯარო სკოლის მოსწავლეები;
-წინა და მიმდინარე აკადემიურ წელიწადში მინიმუმ 70%-იანი საშუალო ქულა აქვთ (GPA);
-ინგლისური ენა იციან B2 ან უფრო მაღალ დონეზე;

ევროკავშირის რომელიმე დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 31 მარტი, შუადღის 12:00 საათი, თბილისის დროით (UTC+4.00).

 

წერილობითი ტესტები: 2025 წლის აპრილი – მათემატიკა და ინგლისური (ტესტები ჩატარდება ონლაინ).

გასაუბრებები: 2025 წლის მაისი/ივნისი (ინგლისურ ენაზე Zoom-ის საშუალებით).

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შექმნან ონლაინ პროფილი და შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: https://eapeuropeanschool.com

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.