Loading...

იდეების კონკურსი

ორბელიანის ფონდი აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს – “იდეების კონკურსი”. კონკურსის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში. “იდეების კონკურსი” 2022...
26 იანვარი 2025
იდეების კონკურსი

ორბელიანის ფონდი აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს – “იდეების კონკურსი”. კონკურსის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში.

“იდეების კონკურსი” 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამ ეტაპისთვის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა 92 ინიციატივა საქართველოს 36 მუნიციპალიტეტში.

კონკურსის პირობები:

კონკურსში გამარჯვებული ინიციატივები დაიწყებენ სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კამპანიებს orbelianimeti.ge-ზე, სადაც მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებენ მათი პროექტის სამიზნე თანხის 30%-ს.

პროექტის სამიზნე თანხის 30%-ის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა დარჩენილ 70%-ს მიიღებს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისგან.

თითოეული ინიციატივისთვის გასაცემი საგრანტო თანხა (70%) წარმოადგენს 3500 აშშ დოლარს.

იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (გაითვალისწინეთ, რომ იდეის ავტორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის), საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ იდეის ავტორების ინიციატივებს, რომლებიც პირველად იღებენ კონკურსში მონაწილეობას.

 

იდეების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის, 28 თებერვალი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.