Loading...

სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებისთვის გერმანიაში

საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტის (ifa) 2024 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე „Cross Culture“-ზე განაცხადების მიიღება დაიწყო. საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტი (ifa) იწვევს პროფესიონალებს და მოხალისეებს პოლიტიკისა და საზოგადოების, მედიისა და კულტურის, ადამიანის უფლებებისა და...
14 დეკემბერი 2023
სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებისთვის გერმანიაში

საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტის (ifa) 2024 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე „Cross Culture“-ზე განაცხადების მიიღება დაიწყო.

საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტი (ifa) იწვევს პროფესიონალებს და მოხალისეებს პოლიტიკისა და საზოგადოების, მედიისა და კულტურის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროებიდან!

Cross Culture-პროგრამა მოიცავს:

  • 2-3 თვიან პრაქტიკას გერმანიის ან პროგრამის პარტნიორი რომელიმე ქვეყნის ერთ-ერთ ორგანიზაციაში
  • სემინარებსა და ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე
  • CCP-ის სტიპენდიატთა და პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელში ჩართვას
  • ფრენის, ვიზისა და ბინის ხარჯებს და ყოველთვიურ თანხას

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://www.ifa.de/en/…/

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.