რადიო თავისუფლება ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
რადიო თავისუფლება ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
პროექტი ,,განათლების შესაძლებლობები ქალებისთვის” აცხადებს აპლიკაციების მიღებას სტიპენდიის პროგრამაზე სტუდენტი
თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC &
ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსს. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.
პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს აშშ-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.
აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2023 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე. განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი.
დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე:
https://bit.ly/40XFDWx და http://iec.gov.ge