Loading...

დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდია

TRC აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.სასტიპენტიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ მივესალმებით განაცხადებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის...
11 სექტემბერი 2022
დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდია

TRC აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.სასტიპენტიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ მივესალმებით განაცხადებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევრებს.

დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი, თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) და წარსულში შესრულებული არანაკლებ 2 ნაშრომი (სტატია, რეფერატი, კვლევა, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: trc@gcsd.org.ge

 

განაცხადების მიღება 2022 წლის, 20 სექტემბრის, 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ – Chochua Fellowship 02/2022. არასრულად გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება. სტიპენდიანტი ნაშრომზე მუშაობას 2022 წლის, 30 სექტემბერს დაიწყებს, კვლევის დასრულების ვადა კი ამავე წლის 31 ოქტომბრით განისაზღვრება.

 

სტიპენდიის ოდენობა 600 ლარს შეადგენს.

 

თემატური საკვლევი მიმართულებები:

  1. ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდა აფრიკაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა / სომალი / მალი / ნიგერია / ჩადი / კამერუნი / ნიგერი / ბურკინა-ფასო;
  2. უცხოელი ტერორისტი მებრძოლების და მათთან დაკავშირებული პირების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პოლიტიკა ცენტრალურ აზიაში: ყაზახეთი / ყირგიზეთი / ტაჯიკეთი / თურქმენეთი / უზბეკეთი;
  3. ნატო-ერაყის ურთიერთობები 2018 წლიდან: კონტრტერორისტული თანამშრომლობის შედეგების შეფასება;
  4. „ქბრბ“ მასალების გამოყენებით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები: რისკები, გამოწვევები და გამკლავების გზები;
  5. რუსული ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური ჯგუფების მოქმედება ქვეყანაში და მის გარეთ;
  6. ვაგნერის დაჯგუფება: ოპერირება უკრაინაში / აფრიკაში / აღმოსავლეთ ევროპაში / მთიან ყარაბაღში.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.