Loading...

კონკურსი ზღაპრის პერსონაჟების ილუსტრაციების შესაქმნელად

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალი” აცხადებს კონკურსს ზღაპრის გმირების “ფონიტოს” და “ნემსინოეს” გრაფიკული ილუსტრაციების შესაქმნელად.   ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: -ზღაპრის ორი გმირი “ფონიტო” და “ნემსინოე” ვიზუალურად და ხასიათის...
16 აგვისტო 2021
კონკურსი ზღაპრის პერსონაჟების ილუსტრაციების შესაქმნელად

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალი” აცხადებს კონკურსს ზღაპრის გმირების “ფონიტოს” და “ნემსინოეს” გრაფიკული ილუსტრაციების შესაქმნელად.

 

ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

-ზღაპრის ორი გმირი “ფონიტო” და “ნემსინოე” ვიზუალურად და ხასიათის შტრიხებით უნდა ასახავდნენ “კეთილი ფონიტოს და ნემსინოეს” ზღაპრის პერსონაჟებს (პერსონაჟების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში);

– ზღაპრის გმირების წარმოდგენა უნდა მოხდეს გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი დოკუმენტით (Adobe Photoshop/Adobe Illustrator/3D Programs);

– მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომის, იმპროვიზაციის გამოყენება ზღაპრის გმირებზე მუშაობისას;

 

საკონუკურსო ნამუშევრებს თავად ბავშვები შეაფასებენ და გამოავლენენ გამარჯვებულს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს, ასევე იურიდიულ პირს;

საპრიზო ფონდი: კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა 5,000-5,000 ლარი (თითო პერსონაჟის შემთხვევაში).

საკონკურსო პროცესი:

ზღაპრის გმირების გრაფიკული ილუსტრაციები უნდა წარმოადგინოთ 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: contest@evex.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ: “ზღაპრის პერსონაჟები”

ფიზიკური პირის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV, სადაც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც;

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს: contest@evex.ge

 

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.