ოთხი ყველაზე სასურველი სპეციალობა საქართველოში

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი სულ 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა, რომელთა 76%-ზე მეტი, 29 362 სტუდენტი გახდა. ამასთან, სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6 500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4 200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს.

 

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1330-ზე მეტი გამოსაცდელი.სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

 

Naec-ის ინფორმაციით აბიტურიენტთა პირველი არჩევანი შემდეგ მიმართულებებზე გაკეთდა:
სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვა.

 

ასევე, წელს, შარშანდელისგან განსხვავებით მოთხოვნად მიმართულებებს შორისაა:  გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები.