ობამას ფონდის სტიპენდიები კოლუმბიის უნივერსიტეტში

ცხადდება ობამას ფონდის სასტიპენდიო პროგრამა 2021-2022 სასწავლო წლისთვის. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა და ენერგიული ლიდერებისათვის მთელი მსოფლიოდან. სწავლება შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ) და სრულად დაფინანსებულია. სტიპენდიანტებს შესაძლებლოაბ ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა რომელსაც მოახმარენ თავიანთ ქვეყნებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL, IELTS).

სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე ცხოვრების, მგზავრობის და სამედიცინო ხარჯებს. გამარჯვებულებს ასევე დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის წესების შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.