კონკურსი მოსწავლეებისთვის

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს – “ტექნოლიგა”. კონკურსში მონაწილეობის მირება შეუძლიათ აბიტურიენტების, რომლებიც აბარებენ ელექტრონიკა და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ან კომპიუტერულ მეცნიერებებზე,

 

კონკურსი  ჩატარდება 13 მაისს, 13:00 საათზე.

მონაწილეებმა უნდა შეძლონ ციფრული ლოგიკური ელემენტებით სქემის აგება, მარტივი ფუნქციონალური მოწყობილობის აწყობა. კონკურსის დაწყებამდე აბიტურიენტებს ელექტრონიკაში 1 საათიანი მასტერკლასი ჩაუტარდებათ.

მონაწილეები კონკრეტულ დავალებას და ინსტრუქციას კონკურსის დღეს მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.
კონკურსის გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.

🥇 I ადგილი 8 000 ლარი
🥈 II ადგილი 6 000 ლარი
🥉 III ადგილი 4 000 ლარი

მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე 👉 https://bit.ly/36XQbPM

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის, 11 მაისი.