კონკურსი ბლოგერებისთვის

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2022-2023 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს.

 

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდა 2023 წლის 3 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით.

🔶საიუბილეო ფესტივალთან დაკავშირებით, რეცენზიების გარდა, ბლოგერების კონკურსს კიდევ ერთი ნომინაცია ემატება – ბლოგი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ბლოგის ავტორმა უნდა ისაუბროს წიგნის ფესტივალის მნიშვნელობაზე.

🔷საკონკურსო ტექსტს აუცილებელია ახლდეს შემდეგი წარწერა: “დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის”.

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის  14 მაისი.

 

რეცენზიის გამოქვეყნებისას, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი მონიშვნები:

Georgian Publishers and Booksellers Association / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
Tbilisi International Book Festival / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

 

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. საუკეთესო ბლოგები შევა თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში და გამოქვეყნდება ფესტივალის ვებ გვერდზე: www.tbilisibookfestival.ge

 

პრიზები კი შემდეგნაირად განაწილდება:
I ადგილი – 200 ლარი;
II ადგილი – 150 ლარი;
III ადგილი – 100 ლარი.
ბლოგი ფესტივალზე – 100 ლარი.

 

მონაწილეობის მისაღებად ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@gpba.ge, არაუგვიანეს 14 მაისისა, უნდა გამოაგზავნოთ:
ბლოგის ბმული (რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქზე)
ბლოგის ავტორის სახელი, გვარი;
ბლოგის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.