კონკურსი ბლოგერებისთვის

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს. ონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2021-2022 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს.

 

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდა 2022 წლის 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.

 

საკონკურსო ტექსტს აუცილებელია ახლდეს შემდეგი წარწერა: “დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის”

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 13 მაისი, 2022 წელი

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. საუკეთესო ბლოგები შევა თბილისის წიგნის XXIV საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში და გამოქვეყნდება ფესტივალის ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge

 

გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები:

 I ადგილი – 250 ლარი;

 II ადგილი – 150 ლარი;

 III ადგილი – 100 ლარი.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკიურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.