ენების ევროპული დღის ფარგლებში 14-დან 18-წლამდე ასაკის მოზარდებს გთავაზობთ ციფრული ნამუშევრების კონკურსს.
დაინტერესებული ხართ ქართული და ევროპული კულტურით, განსაკუთრებით კი არქიტექტურითა და დიზაინის ელემენტებით? ან გიფიქრიათ სად ხვდება ეს ორი სფერო ერთმანეთს?
მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა. კონკურსის ფარგლებში უნდა შექმნათ ციფრული დიზაინი – ქალაქის, სოფლის, სამეზობლოს, კულტურული ძეგლის, ან თქვენთვის სასურველი ნივთის თუ გარემოს, რომელშიც გამოხატული იქნება, როგორც ქართული ისე ევროპული კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები და შექმნათ ახალი ვიზუალური წყობა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს ქართულსა და ევროპულს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული ელემენტები ევროპული ქალაქების ფასადებიდან, რენესანსის, ბაროკოს ან თანამედროვე სტილები და გამოიყენოთ ისინი ქართული კულტურის დამახასიათებელ ორნამეტებთან და არქიტექტურულ სტილთან ერთად.
კონკურსის პირობები:
🔵კონკურსანტი უნდა იყოს 14-დან 18 წლამდე ასაკის;
🔵ციფრული დიზაინის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერი შესაბამისი აპლიკაციის გამოყენებით (მაგალითად: Blender, iRhino, FreeCAD და სხვა).;
🔵ნამუშევარი შეგიძლიათ გამოგზავნოთ PDF ან JPG ფორმატში.
🔵ნამუშევარი უნდა მოიცავდეს მხოლოდ ერთ ფოტოს/გვერდს.
🔵ნამუშევარი უნდა იყოს მონაწილის მიერ შექმნილი, ინტერნეტში მოძიებული დიზაინი არ დაიშვება კონკურსში;
🔵კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს არაკორექტულ და სენსიტიურ კონტექსტს;
🔵ნამუშევრები გამოაგზავნეთ მითითებულ მისამართზე: coordinator.edl.georgia@gmail.com
🔵დიზაინის გამოგზავნისას Subject- ში მითითებული უნდა იყოს „ციფრული კონკურსი“ და ნამუშევარი გამოგზავნილი უნდა იყოს თანდართული ფაილის სახით.
🔵გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის სახელი და გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (მშობლის მობილურის ნომერი) და მცირე აღწერილობა (არაუმეტეს 150 სიტყვისა) ;
🔵ნამუშევრის წარმატებით გამოგზავნისას მეილზე, შეტყობინებაში მოგივათ დასტური;
🔵კონკურსში გამარჯვებულთა დაჯოლდოება გაიმართება 25 სექტემბერს გოეთეს ინსტიტუტში. არასრულწლოვან მონაწილეებს თან უნდა ახლდეთ მშობელი ან მეურვე.
🔵საორგანიზაციო ჯგუფი უფლებამოსილია, არ განიხილოს ნამუშევარი, რომელიც არ შეესაბამება თემას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს;
🔵კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და ენების ევროპული დღის საორგანიზაციო ჯგუფს გადასცემს უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ნამუშევარი შემდგომში გამოიყენონ ღონისძიების მიზნებისათვის.
კონკურსის ნამუშევრების მიღება დაიწყება 2022 წლის 25 აგვისტოს და გაგრძელდება 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. ნამუშევრების მიღება შეწყდება 20 სექტემბრის 23:59 საათზე. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური.
📍გახსოვდეთ, კონკურსის აუცილებელი პირობაა, რომ დიზაინი უნდა იყოს თქვენს მიერ შექმნილი და ორგინალური. გისურვებთ წარმატებებს!