ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტიპენდიები

Reuters

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას  49  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 სხვადასხვა დისციპლინაში 2020-2021 სასწავლო წლისათვის.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებაროებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ აკადემიურ პროგრამებს:

* ეკონომიკა და ბიზნესი                                              
* გარემოს დაცვა და პოლიტიკა

* გენდერული კვლევები

*ისტორია

* საერთაშორისო ურთიერთობები

*სამართალი

* გამოყენებითი მათემატიკა

* შუა საუკუნეების კვლევები

* ნაციონალიზმის კვლევები

*ფილოსოფია

* პოლიტიკური მეცნიერება

* საჯარო პოლიტიკა

* ქსელური მეცნიერება (PhD)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის: https://bit.ly/3ewuOnW, ხოლო საბაკალავრი პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის: https://bit.ly/32lToTD.

განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო (მიუხედავად იმისა, თუ რამდენ პროგრამაზე შეგაქვთ განაცხადი).

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მათთვის, ვისაც სურს საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამისათვის ფინანსური დახმარების მოპოვება: 2021 წლის 1 თებერვალი.

თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა:

საბაკალავრო პროგრამებისათვის – 2021 წლის 12 აპრილი;
სამაგისტრო პროგრამებისათვის – 2021 წლის 15 მარტი.

სასწავლო პროგრამებსა და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს

 

განაცხადის გაგზავნა ფასიანია და ღირს 30 ევრო.   ამ ფასად თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გაგზავნოთ 5 სხვადასხვა პროგრამაზე.

 

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრს, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი – ჭოველიძის ქ. 10; ტელ.: 2252615; კონსულტაციის დღე – ხუთშაბათი, 16:00 საათი
ბათუმი – ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
ახალციხე – რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551
თელავი – ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
ქუთაისი – ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტელ.: 551710071

 

ასევე კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორს საქართველოში, ქალბატონ ნათია ნანავას natia@osgf.ge.