შვეიცარიის მთავრობა ქართველ მკვლევრებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს 2025-2026 სასწავლო წლისთვის. შვეიცარიის მთავრობა ყოველწლიურად ანიჭებს სამთავრობო სტიპენდიებს, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო გაცვლასა და კვლევით თანამშრომლობას შვეიცარიასა და 180-ზე მეტ სხვა ქვეყანას შორის.
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.
საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ნოემბერი, 12:00 საათი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch
სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე: www.sbfi.admin.ch/scholarships_eng