შვეიცარიის მთავრობის სადოქტორო, პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიები
შვეიცარიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო-კვლევით სტიპენდიებს 2021-2022 აკადემიური წლისთვის. სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.
დოქტურანტურა აუცილებელი მოთხოვნები:
– ანაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელიც დაბადებულია 1984 წლის 31 აგვისტოს შემდეგ და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2019 წლის 31 აგვისტომდე.
პოსტ-დოქტურანტურა:
– დოქტორის ხარისხი მიღებული 2016 წლის 31 დეკემბრის შემდეგ 2020 წლის 31 ივლისამდე
– აპლიკანტი, რომელსაც შვეიცარიაში 1 წელი აქვს გატარებული არ განიხილება.
სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია:
– მაგისტრის ხარისხის მფლობელი, მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები და ექიმები.
დოქტორანტურის სტუდენტები-შვეიცარიის და უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების ერთობლივ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება სასტიპენდიო პროგრამზე 12 თვის ვადით. სტიპენდია ფარავს ყველა ხარჯს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
– რეზიუმე
– გამოქვეყნებული ნაშრომების სია
– სამოტივაციო წერილი
– სამეცნიერო კვლევითი პროექტი (5 გვერდი)
– აპლიკანტის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელის დამადასტურებელი მოწვევის წერილის ასლი, გაცემული მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორის მიერ (პროფეორის მოკლე რეზიუმეს ჩათვლით)
– 2 სარეკომენდაციო ბარათი ( ორიგინალი, ხელმოწერილი, მოთავსებული დაბეჭდილ კონვერტში-FCS სარეკომენდაციო წერილის ფორმატში)
– დიპლომი და მისი თანდართული ნიშნების ფურცელი – ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლები
– ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა (FCS ფორმატი)
– აპლიკანტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პასპორტი-მხოლოდ პირადი მონაცემების გვერდი) 2 ასლი
– სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანება
– სამეცნიერო კვლევითი პროექტი განსაზღვრული დროის ლიმიტით
– ენის დამადასტურებლი სერტიფიკატი (სამეცნიერო ნაშრომის შესრულების ენა)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2020
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე tif.vertretung@eda.admin.ch გაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ;
- სამოტივაციო წერილი;
- აქტუალური და სრული CV დაბადების თარიღის მითითებით.
საელჩოს მიერ მიღებული საბუთების გადამოწმების შემდეგ, დაინტერესებული პირი მიიღებს სააპლიკაციო ფორმებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შევიცარიის საელჩოს ან ეწვიეთ ბმულს:
E-mail: tbilisi@eda.admin.ch
Tel: 00995 32 275 30 01