შექმენი ეროვნული პარკების სახასიათო გმირი – კონკურსი

დაცული ტერიტორიების სააგენტო ღია კონკურსს აცხადებს. შექმენი საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის (მასკოტი) დიზაინი.

თუ გიყვარს ბუნება? გაგვიზიარე შენი ხედვა, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული პარკების ხასიათს.

სახასიათო გმირი იქნება ეროვნული პარკების მთავარი სიმბოლო, რომელიც გააძლიერებს ბრენდს, გააღრმავებს გარემოსდაცვით ცნობიერებას, წაახალისებს ეკოტურიზმს და შექმნის ემოციურ კავშირს ბუნებასა და საზოგადოებას შორის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს, ასევე გუნდებს

(არაუმეტეს სამი წევრი), განურჩევლად ასაკისა და პროფესიული გამოცდილებისა.

მონაწილეობისთვის:

• შექმენი უნიკალური გმირი — შეიძლება იყოს რეალური ცხოველი ან გამოგონილი პერსონაჟი
• გამოგვიგზავნე ვიზუალური დიზაინი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ელ. ფოსტაზე:  Ketevani.Moralishvili@gopa.de

 

ნამუშებრების მიღება: 20 მაისი – 15 ივნისი

მთავარი პრიზი: ფულადი ჯილდო 20,000 ლარი

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.