საქართველოს კულტურის სამინისტრომ ქართული კარიკატურის ხელშეწყობის მიზნით გამოაცხადა კონკურსი – „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა.“
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ლარს და მისი მიზანია: სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის – კარიკატურის აღორძინება და განვითარება საქართველოში; კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა – პოპულარიზაცია, მათი ნამუშევრების შექმნისა და გამოფენის გზით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 599 100 421; 577 502 762.
შენიშვნა: მიმდინარე წლის 3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შემოტანილი საკონკურსო დოკუმენტაცია განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განაცხადის განმეორებით წარმოდგენას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/WExVNne