საჯარო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა გამოცხადდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პედაგოგი უნდა იყოს საშუალო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელი და სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
შერჩეულ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ გაემგზავრონ აშშ-ში და მონაწილეობა მიიღონ ყოველკვირეულ სემინარებში, პრეზენტაციებსა და დისკუსიებში, რომელიც გაიმართება მასპინძელ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებისა და მოწვეული საგანმანათლებლო ექსპერტების ხელმძღვანელობით.
2021-2022 Fulbright TEA Program-ი ითვალისწინებს აკადემიურ სემინარებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებაზე, შინაარსზე დაფუძნებულ ინსტრუქციებზე, გაკვეთილის დაგეგმვასა და სასწავლო ტექნოლოგიების ტრენინგებზე და ასე შემდეგ.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 14 მარტი, 2021 წელი.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები და აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე