
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში / Human Rights Through the Lens.
ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს – აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან – კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.
საკონკურსო პირობები:
-კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ამჟამად სწავლობს იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებელში.
-ფოტოს გადაღება შესაძლებელია ციფრული ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი];
-ფოტოს შინაარსი უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
-გადმოცემული ამბავი ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;
-კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს რამდენიმე ფოტო, თუმცა სხვადასხვა თემაზე;
-არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში და/ან მედიასაშუალებაში;
-პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან.
შეფასების კრიტერიუმები:
1. კონკურსის თემასთან და მიზანთან შესაბამისობა;
2. იდეის ორიგინალურობა;
3. კომპოზიციურად სწორი კადრი, ფერების კომბინაცია და შეხამება.
ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.