ფოტოკონკურსი „ ევროპა ჩემს გარშემო“

ენების ევროპული დღის ფარგლებში 14-დან 18-წლამდე ასაკის მოზარდებს გთავაზობთ ფოტოკონკურსს „ევროპა ჩემს გარშემო“.

თუ თქვენ ხშირად უსმენთ ევროპულ მუსიკას, უყურებთ ევროპულ ფილმებს, გსურთ მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში, ევროპის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ზოგადად, დაინტერესებული ხართ ევროპული კულტურით, მაშინ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ თქვენს გარშემო არსებული ევროპის ნაწილი ათასობით ადამიანს გაუზიაროთ. ამისათვის, საჭიროა რომ გადაიღოთ და გამოაგზავნოთ იმ ადგილის ან ნივთის ფოტო, რომელიც თქვენთვის ყველაზე მეტად ასოცირდება ევროპასთან. (მაგალითად: ქუჩის მხატვრობა, შენობა, კულტურული მნიშვნელობის ძეგლი, ბუნება და სხვ.)

კონკურსის პირობები:

🟣კონკურსანტი უნდა იყოს 14-დან 18 წლამდე ასაკის;
🟣ფოტოს გადაღება შეგიძლიათ ნებისმიერი მოწყობილობიდან;
🟣ფოტო უნდა იყოს მონაწილის მიერ გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო არ დაიშვება კონკურსში;
🟣ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტომონტაჟით შექმნილი ფოტოები;
🟣ფოტოზე არ უნდა იყოს გამოსახული მონაწილე ან სხვა პიროვნება;
🟣კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს არაკორექტულ და სენსიტიურ კონტექსტს;
🟣ფოტოები გამოაგზავნეთ მითითებულ მისამართზე: coordinator.edl.georgia@gmail.com
🟣ფოტოს გამოგზავნისას Subject- ში მითითებული უნდა იყოს „ფოტოკონკურსი“ და ფოტო გამოგზავნილი უნდა იყოს თანდართული ფაილის სახით.
🟣ფოტოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის სახელი და გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (მშობლის მობილურის ნომერი) და ფოტოს სახელწოდება, რაც დაერთვება აღწერაში.
🟣ფოტოს წარმატებით გამოგზავნისას მეილზე, შეტყობინებაში მოგივათ დასტური;
🟣შემოსული ფოტოები განთავსდება ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/EDLGeorgia შესაფასებლად;
🟣კონკურსში გამარჯვებულთა დაჯოლდოება გაიმართება 25 სექტემბერს გოეთეს ინსტიტუტში. არასრულწლოვან მონაწილეებს თან უნდა ახლდეთ მშობელი ან მეურვე.
🟣ფოტოს ატვირთვა ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. საორგანიზაციო ჯგუფი უფლებამოსილია, არ განიხილოს ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს;
🟣კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და ენების ევროპული დღის საორგანიზაციო ჯგუფს გადასცემს უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ფოტო შემდგომში გამოიყენონ ღონისძიების მიზნებისათვის.

კონკურსის ნამუშევრების მიღება დაიწყება 2022 წლის 25 აგვისტოს და გაგრძელდება 2022 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. ნამუშევრების მიღება შეწყდება 10 სექტემბრის 23:59 საათზე. ნამუშევრები სოციალურ ქსელში განთავსედება ერთდროულად 11 სექტემბერს. 1 გამარჯვებული გამოვლინდება ხალხის სიმპათიის მიხედვით 21 სექტემბრის 12:00 საათისთვის დაფიქსირებული შედეგების შესაბამისად, ხოლო მე-2 გამარჯვებულს აირჩევს საორგანიზაციო ჯგუფის ჟიური.

📍გახსოვდეთ, კონკურსის აუცილებელი პირობაა რომ ფოტო გადაღებული იყოს საქართველოში. გისურვებთ წარმატებებს!