ფეხბურთის, მძლეოსნობის, ცურვის მწვრთნელთა კურსები ლაიფციგის უნივერსიტეტში
სპორტის ხელშეწყობის გაძლიერების მიზნით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ ლაიფციგის უნივერსიტეტთან ერთად გთავაზობთ მწვრთნელთა საერთაშორისო კურსებს. 2021 წლის პირველი კურსები დაეთმობა მძლეოსნობას, ცურვას, ფეხბურთსა და შშმ პირთა სპორტს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს ცხოვრებას და ყოველთვიურ სტიპენდიას. მგზავრობის ხარჯები უნდა დაფაროს სტიპენდიანტმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 1 ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაცია საგანაცხადო პროცედურასთან დაკავშირებით იხილეთ ვებ-გვერდზე http://
მწვრთნელთა საერთაშორისო კურსები არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო კულტურისა და განათლების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 1991 წლიდან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.