FAO და უნგრეთის მთავრობა 2021 – 2022 სასწავლო წლისთვის აცხადებენ კონკურსს სტიპენდიის მისაღებად სენტ იშტვანის უნივერსიტეტში (SZIU) .
სტიპენდიები გათვალისწინებულია სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, შემდეგ სასწავლო მიმართულებებზე:
– სასოფლო სამეურნეო წყლის მართვის ინჟინერია
– მცენარეთა დაცვა
– მარცვლეული კულტურების წარმოება
სტიპენდია ითვალისწინებს: საბუთების შეტანის, სწავლის საფასურის და ძირითადი სახელმძღვანელოების საფასურის დაფარვას; საერთო საცხოვრებლის საფასურის, საარსებოდ საჭირო თანხისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის დაფარვას.
სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სტიპენდიისმიღების კონკურსში მონაწილეობის მიღება 40-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტს შეუძლია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ:
– მონაწილე ქვეყნის მოქალაქეობა
– გამორჩეული სასწავლო მიღწევები
– ინგლისური ენის ცოდნა
– სწავლის მოტივაცია
– ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა
– ასაკი (სასურველია 30 წლამდე)
სწავლის პროცესი 2021 წლის სექტემბერში დაიწყება.
განცხადებების მიღების ვადებია: 2021 წლის 28 თებერვალი.
განაცხადის ფორმის შესავსებად და დამატებითი დეტალური ინფორმაციის მისაღებადგადადით ბმულზე