
მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს მიღებას სემინარების სერიაზე “გაზომე სიმართლე”.თუ გაინტერესებს როგორ გაარჩიო ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? გსურს ისწავლო, როგორ გადაამოწმო ყალბი ფოტო და ვიდეო? იოლად შეძლო ინტერნეტ-ტროლების ამოცნობა? განივითარო გეოლოკაციის მეშვეობით ფაქტების დადგენის უნარები? მაშინ დარეგისტრირდი ბმულზე და გაიარე 2 დღიანი ტრენინგი 17-18 სექტმებერს.
ტრენინგის ხანგრძლივობა თითო დღეს არის 2 საათი. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 2021 წლის 14 სექტემბერი.
“მედიის განვითარების ფონდი” დამატებით დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს და მიაწვდის ინფორმაციას ტრენინგის ჩატარების დროს და ელექტრონული ფორმატის შესახებ.