USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს თემაზე: “ტრენინგები ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში.”
გრანტის მიმღებებს შეუძლიათ შესთავაზონ ტრენინგის კურსების შემუშავება და გამართვa. წელიწადში მინიმუმ 15 სტუდენტი გაივლის ტრენინგს გრანტის მიმღების მიერ შერჩეულ თითოეულ თემაზე.
პროგრამა ითვალისწინებს მაქსიმუმ შვიდი (7) მცირე (გამარტივებული) გრანტის გაცემას. თითოეული გრანტის მაქსიმალური დაფინანსება არის 30,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში.
პროგრამა ითვალისწინებს არაუმეტეს 15,000 აშშ დოლარის დაფინანსებას ერთი სასწავლო მიმართულებით. თუმცა, ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ განმცხადებელი აჩვენებს, რომ კონკრეტული ტრენინგი მოითხოვს მეტ დაფინანსებას.
ამ მოწოდების ფარგლებში საგრანტო აქტივობების შესრულების სავარაუდო პერიოდია 2025 წლის 31 იანვრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე. თითოეული გრანტის მინიჭება არ უნდა აღემატებოდეს შესრულების ექვს (6) თვეს.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 22 აპრილი, 2025
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: