სწავლა დისტანციურად დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, განათლების სამინისტრო არსებულ ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიავებინარზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა“.

 

 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI-ს] მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა 27% განათლების სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.