სტიპენდიები ჰარვარდის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში

კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის ჰარვარდის ინსტიტუტი იღებს განაცხადებს ჯოან შორენშტეინის ცენტრის სტიპენდიის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, მეცნიერებს და პოლიტიკოსების,  რომლებიც აქტიურად მუშაობენ საზოგადოებრივი პოლიტიკის მიმართულებით და თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას.

სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. კანდიდატებს უნდა აინტერესებდეთ საზოგადოებრივი პოლიტიკის საკითხების კვლევა.

შერჩეული კანდიდატები მიიღებენ 30 000 დოლარს. ცენტრი არ ფარავს მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სამოტივაციო წერილი
  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • რეზიუმე
  • სარეკომენდაციო წერილი
  • საკვლევი პროექტის გეგმა

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 1 მარტი, 2021 წელი

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ მბულზე.