სტიპენდიები ხელოვანი ქალებისთვის გერმანიაში

გერმანულმა ორგანიზაცია GEDOK Schleswig-Holstein აცხადებს კონკურსს ქალი ხელოვანებისთვის. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ სტიპენდიას და 2 თვის განმავლობაში სახელოსნოში მუშაობის და ცხოვრების უფლებას ლიუბეკში, გერმანია.

 

ორგანიზაცია გასცემს სტიპენდიას საერთაშორისო დონეზე ვიზუალური ან გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლებისთვის, მწერლებისა და მუსიკოსებისთვის. GEDOK-ის მიზანია გააუმჯობესოს მხატვრების ცხოვრებისეული თუ სამუშაო გამოცდილება და მათი მხატვრული ნამუშევრები საზოგადოებამდე მიიტანოს.
 
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არტისტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სტიპენდია ფარავს ცხოვრების ხარჯებს და ასევე გამარჯვებულებს დაენიშნებათ სტიპენდია €1100. (საიდანაც €500 განკუთვნილია საცხოვრებელი ქირისთვის.)
 
DOK Schleswig-Holstein e.V. Gemeinschaft der Künstlerinnen und Kunstförderer, რომელიც დაარსდა 1977 წელს მარგრიტ შულცის მიერ, წარმოადგენს შემდეგ მიმართულებებს: ვიზუალური და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, შემოქმედებითი და საშემსრულებლო ხელოვნება.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი, 2022

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.