2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში.
2022 FaRiG სამეცნიერო გრანტი
ქართველი მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1500. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე.
2022 FaRiG სიმონ ზაზაძის სახელობის გრანტი
ქართველ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1500. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ სწავლებებზე შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.
2022 FaRiG პოლონსკის პრიზი
ქართველ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1000. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიის ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე.
2022 FaRiG გრიბოედოვის სამეცნიერო გრანტი
საქართველოში ან/და რუსეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1000. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს რუსეთთან საუკუნეების მანძილზე ინტერაქციის ასპექტებზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 თებერვალი.
2022 FaRiG პრიზი საუკეთესო ესსესთვის
აღნიშნული პრიზის მოცულობაა £ 500.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო კრიტერიუმებია:
-ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას;
-აპლიკანტს შეუძლია ცხოვრობდეს ნებისმიერ ქვეყანაში;
-გამარჯვებული ესსე გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებ-გვერდზე (შესაძლებელია გამოქვეყნდეს სამეცნიერო გამოცემებშიც);
-მასალა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
წაყრო: ილიაუნი